Belive

ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ისტორიული შედეგით - 4 მედლით დაბრუნდა. 4 მედლიდან უმაღლესი სინჯის მხოლოდ ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელსაც 90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ერგო. გვიან ღამით ოლიმპიელ ძიუდოისტებს ქართველი გულშემატკივარი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ლაშა ბექაურისკენ იყო მიპყრობილი და შესაძლებელია ითქვას, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ბექაურს ღირსეული დახვედრა მოუწყო. ზემოთხსენებულ ემოციურ და ხალხმრავალ დახვედრასთან დაკავშირებით, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:

 
View this post on Instagram
 

A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha)


შეგახსენებთ, რომ ქართველი ლიცენზიანტების გარკვეული ნაწილი კვლავ ტოკიოში იმყოფება და საკუთარი საშეჯიბრო დღის მოლოდინშია.

სხვა სტატიები