20 სექტემბერს უზბეკეთში სტარტი აიღო ტაშკენტის გრან პრიმ, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ტურნირის ბოლო დღეს ბრძოლაში ჩაერთო ლაშა ბექაური (-90). ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც პირველ ბრძოლაში ალჟირელი, ბენამადი დაამარცხა, მე-2 წრეში კი სომეხ, არსენ ხანჯიანს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში ბრიტანელ, ჯამალ პიტგრეივს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.
1/2 ფინალურ ეტაპზე ლაშას მეტოქე რუსი, ხუსენ ხალმურზაევი იქნება.