Belive

ლადო გამყრელიძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

სტამბოლში თავისუფალ ჭიდაობაში სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა მოჭიდავე ლადო გამყრელიძემ 86 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ეს კონკრეტული ტურნირი ბოლოა სადაც ლიცენზიის აღების შესაძლებობა გვაქვს.

ლადო გამყრელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ალბანელ მეტოქეს 9:2 მოუგო, ხოლო შემდეგ შეხვდა უკრაინელ მეტოქეს, მეორე ბრინჯაოსმედალოსანს და ანალოგიურად მეორე მოწინაამღმდეგესაც 9:2 სძლია.

მანამდე, ქართველი მოჭიდავე გუშინ გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელ მოწინააღმდეგესთან ბოლო წამებზე დამარცხდა.

შეგახსენებთ, რობერტ დინგაშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ ლიცენზიები ვერ მოიპოვეს. თავისუფალ ჭიდაობაში 6-დან 4 წონაში გვეყოლება წარმომადგენელი, ხოლო ბერძნულ-რომაულში 6-დან 2-ში.

სხვა სტატიები