Belive

KSI რინგზე ყველაზე ძვრიანი კბილების დამცავით გამოვა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

მოკრივედ ქცეული ბრიტანელი იუთუბერი KSI 14 ოქტომბერს ტაისონ ფიურის უმცროს ძმას - ტომი ფიურის დაუპირისპირდება. აღნიშნული ორთაბრძოლა მანჩესტერში არის ჩანიშნული. 

კრივის ეს მატჩი კიდევ ერთი უცნაური ფაქტით იქნება გამორჩეული. KSI რინგზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კბილების დამცავით გამოვა. მისი ღირებულება 40,000 ფუნტი სტერლინგია. 

აღნიშნული დამცავი კომპანია SAFEJAWZ-მა დაამზადა. ის არაერთი ბრილიანტით და 42 კარატიანი ოქროს ფირფიტებით იქნება დაფარული. გავრცელებული ინფორმაციით, დამცავზე ბრილიანტების რაოდენობა 100-ზე მეტია. 

სხვა სტატიები