Belive

კოტე კაპანაძე | პირველი მედალი ეროვნულ ნაკრებში და წინსვლა მსოფლიო რეიტინგში

6 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, დუშანბეს გრანდ სლემი ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ერთადერთი მედალი 22 წლის კოტე კაპანაძემ მოიპოვა, რომლისთვისაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მედალია. კოტემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, აზერბაიჯანელი - სულეიმან შუკუროვი დაამარცხა.

კოტე კაპანაძემ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა და 97 პოზიციით დაწინაურდა. 22 წლის ქართველის ანგარიშზე 627 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის 79-ე ნომერია.

შეგახსენებთ, რომ კოტე კაპანაძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები