Belive

"კონორთან ბრძოლა მსურს, მაგრამ მას ეს არ უნდა" - ხორხე მასვიდალი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ხორხე მასვიდალს კონორ მაკგრეგორთან სურს დაპირისპირება, თუმცა, ირლანდიელის მხრიდან პასუხი არ ისმის.

"კონორთან ბრძოლა მინდა, მაგრამ მას ეს არ სურს. ვფიქრობ, მასზე ძლიერი და სწრაფი ვარ. ორივემ ვიცით, რომ მე უფრო ძლიერი დარტყმა მაქვს. ასე რომ მესმის, მისთვის ეს ბრძოლა სტილისტიკურად ძალიან რთულია." - განაცხადა მასვიდალმა MMA HOUR-თან საუბრისას.

მასვიდალი 13 თვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება. ხორხეს მისი მომავალი შეხვედრა გილბერტ ბარნსის წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული. მებრძოლები ერთმანეთს 8 აპრილს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები