Belive

კონორ მაკგრეგორს თაყვანისმცემლები ყურადღებას არ აკლებენ

1 წლის წინ სხვა
2 წთ

კონორ მაკგრეგორი სპორტულ საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი, დიდებული მებრძოლია. თუმცა, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ირლანდიელი სპორტული წრის გარეთაც საკმაოდ პოპულარულია. ჩემპიონი ოქტაგონის გარეთაც საკმაოდ აქტიურია. ის ხშირად აქვეყნებს, სოციალური ქსელების საშუალებით, ფოტოებს სხვადასხვა პაბიდან თუ წვეულებიდან. ახლახანს, გავრცელდა ვიდეო, სადაც კონორი მისი ფანის წერილს კითხულობს და ემოციებსაც არ იშურებს. მიუხედავად წერილის სკანდალურობისა, მაკგრეგორი საკმაოდ მხიარულად პასუხობს. წერილის ავტორის თქმით, რომელიც ქალბატონია, მას და კონორს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ურთიერთობა სოციალურ ქსელებსაც სცდებოდა. უცნობი თაყვანისმცემელი იმასაც ამბობს, რომ მათი მომავალი შვილებისთვის სახელებიც აქვს მოფიქრებული: ელა, შენონი, ჰიუ, მაიკლი, ჯეიმსი, შიმუსი და კიდევ ბევრი...

ელ. ფოსტის წაკითხვის შემდეგ, ირლანდიელმა მებრძოლმა თქვა, რომ ამ ქალბატონისთვის ერთხელაც არ უპასუხია, თუმცა ის მაინც აგრძელებს წერილების წერას და უფრო ინტიმურ საკითხებსაც ეხება. შეგახსენებთ, რონ კონორი დაქორწინებულია დი დევლინზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს: კონორ უმცროსი, კროია და რაიანი. წყვილი 2008 წლიდან ერთადაა და ცხოვრების რთული ეტაპებიც ერთად განვლეს. მაკგრეგორი ყოველთვის ამბობდა, რომ მის მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის მის წარმატებაში. სწორედ ეს ყველაფერი ხდის უცნობი ქალბატონის წერილს ძალიან უცნაურს. იმის გამო, რომ წერილი ძალიან პირადულია კონორი კიდევ ბევრ დეტალს არ ავრცელებს.

სხვა სტატიები