Belive

კოლოსალური თანხა, რომელიც ჯეიკ პოლმა ბენ ასკრენის დამარცხებით გამოიმუშავა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
2 წთ

იუთუბერი ჯეიკ პოლი MMA-ის ყოფილ მებრძოლ ბენ ასკრენს დაუპირისპირდა. კრივის წესებით გამართული ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჯეიკ პოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასკრენმა აღნიშნა, რომ ჯეიკ პოლთან ნოკაუტით დამარცხება სამარცხვინოა. პოლმა რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა - მისი მტკიცებით, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რადგანაც ამ გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად შრომობდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი მებრძოლია. ბენ ასკრენის დამარცხების შედეგად, ჯეიკ პოლმა გარანტირებული $690.000 მიიღო, რომელსაც სატელევიზიო ჩვენებებიდან (pay-per-view) მიღებული ბონუსიც დაემატება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლისა და ასკრენის ბრძოლაზე, pay-per-view შემოსავალმა 75 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Jake Paul (@jakepaul)

კოლოსალური თანხის გამომუშავების ფონზე, გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლსა და ასკრენს შორის ფარული გარიგება შედგა. ფანების მტკიცებით, წარმოუდგენელია რომ ასკრენი, რომელმაც ოქტაგონზე ბრუტალურ დარტყმებს გაუძლო, პოლის პირველი დარტყმაზე დანოკაუტდა. ბენ ასკრენის მარცხს UFC-ის მებრძოლები კოლბი კოვინგტონი და ალჯამაინ სტერლინგი გამოეხმაურნენ. კოვინგტონის მტკიცებით, პოლისა და ასკრენის ბრძოლა გარიგებული იყო. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა - ალჯამაინ სტერლინგმა რეფერის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა.
111

სხვა სტატიები