კლინტ მალარჩუკის შემზარავი ისტორია
2 წლის წინ
სხვა
2 წთ
"მახსოვს, რომ მომხდარმა მოედანზე მყოფი ყველა ჰოკეისტი უზომოდ შეაშინა, ზოგიერთი ჩვენგან საერთოდ ვერ ვუყურებდით ამ ყველაფერს, მიკარებაზე საუბარი ზედმეტია" "ვერავინ ვეკარებოდით, მხოლოდ ექიმმა შეძლო მისი გადარჩენა ცარიელი ხელებით, არტერიაზე ზეწოლის საშუალებით" "ეს ფაქტი არასოდეს დამავიწყდება", - ასე იხსენებენ იმ თამაშის მონაწილე ჰოკეისტები მომხდარ ინციდენტს.მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მალარჩუკმა ექიმებისგან რეკომენდაციის სახით გარკვეული პერიოდის გამოტოვება მიიღო, მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდა, რაც ყველასთვის გასაკვირი და ამავდროულად სამაგალითო საქციელი გახლდათ.
"მახსოვს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი წამომივიდა, ერთადერთი რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი იყო ის, რომ დედაჩემი, რომელიც პირდაპირ ეთერში უყურებდა ამ მატჩს არ ენახა ჩემი სიკვდილი, მინდოდა მოედნის და კამერებს მიღმა გავეყვანე იმ ადამიანებს ვინც მეხმარებოდნენ. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - აღნიშნა კლინტ მალარჩუკმა.მომხდარის შემდეგ ჰოკეიში ახალი წესი დაინერგა, რომლის თანახმადაც მეკარეებს კისრის არე სპეციალური დამცავი ეკიპირებით აქვთ დაცული.