Belive

კიუშუ ბაშო - დღე 2

5 წლის წინ სხვა
1 წთ
მოგეხსენებათ, 11 ნოემბერს ქალაქ ფუკუოკაში კიუშუ ანუ ნოემბრის ბაშო დაიწყო, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ფალავანი, ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია! პირველ დღეს ლევან გორგაძემ ძალიან დასანანი მარცხი იწვნია ტამავაშის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეორე დღეს, ჩვენი მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი გახლდათ. ტოჩიმ მის წინააღმდეგ დაძაბულ ორთაბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მოგება წაგებათა ბალანსი გაითანაბრა. ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი, აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ტოჩინოშინის მთავარი კონკურენტები: იოკოძუნა კისენოსატო (0-2), ოძეკი გოეიდო (1-1), ოძეკი ტაკაიასუ (2-0), სეკივაკე მიტაკეუმი (1-1), კომოსუბი ტაკაკეიშო (2-0). Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ გოლიათს მომდევნო შეხვედრებში და ყოველდღიურად გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს, როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ასევე საიტზე.  

სხვა სტატიები