Belive

კიუშუ ბაშო - ბანძუკე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ წლის ბოლო ბაშოსთვის რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილი იყო სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდა ტოჩინოშინი, ქართველმა რიკიშმა ოძეკის ტიტული სექტემბერში დაფიქსირებული 6-9 ბალანსის შემდეგ დათმო. ოძეკობა დაიბრუნა ტაკაკეიშომ, ვინც ფუკუოკაში აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს. კიუშუ ბაშოს ოთხი კომუსუბი ეყოლება, ენდოსა და აბის ჰოკუტოფუჯი და ასანოიამა დაემატნენ, პირველ მაეგაშირებად კი დაიეიშო და ოკინოუმი იქნებიან წარმოდგენილნი.  დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა იქნება ენჰო, ხოლო იჩინოჯო აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირობამდე დაქვეითდა. ამ ბაშოზე მე-16 მაეგაშირას წოდებით მხოლოდ ერთი რიკიში იასპარეზებს და ეს ჯურიოდან ამოსული ვაკატაკაკაგე იქნება. ჯურიოს მეორე ნომერი იქნება მაკუუჩიდან დაქვეითებული ტოჩიოძანი, ხოლო იკიოი ჯურიოს მესამე ნომრობამდე დაწინაურდა. სამწუხაროდ კიდევ 2 პოზიციით დაქვეითდა გაგამარუ და ის ჯურიოს მე-12 ნომერი იქნება დასავლეთიდან. კიუშუ ბაშო ფუკუოკაში 10 ნოემბერს აიღებს სტარტს და 24 ნოემბრამდე გასტანს.

სხვა სტატიები