კიევი MMA-ის ევროპის ჩემპიონატს რუსი მებრძოლების გარეშე უმასპინძლებს
5 წლის წინ
სხვა
1 წთ
სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, უკრაინის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვს. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში, უკრაინას რუსეთთან კიდევ უფრო ნაკლები კავშირი ექნება. GAMMA-სთან მოლაპარაკებისას, ჩვენ მოკლე და კატეგორიული მოთხოვნა გვქონდა: აქ რუსი მებრძოლი არ უნდა ყოფილიყო, ისინი კი ჩვენს მოთხოვნას გაგებით მოეკიდნენ", - განაცხადა ვლადიმირ ტესლიამ.შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქი MMA-ის ევროპის ჩემპიონატს 5-9 ნოემბერს უმასპინძლებს.