Belive

"კიდევ ერთი ვეტერანი..." - დე რიდერი რომან დოლიძეზე

4 დღის წინ სხვა
1 წთ

რეინერ დე რიდერმა რომან დოლიძის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი მებრძოლი ქართველ მეტოქეს აფასებს და მას UFC-ს ვეტერანსაც უწოდებს.

კიდევ ერთი ვეტერანი... საშუალო წონაში ის დიდი ხნის განმავლობაში TOP 10-ში იყო. ძალიან ძლიერი ბიჭია, საკმაოდ მრავალმხრივი. გრეპლინგშიც კარგია და ყველაფრის გათვალისწინებით ძლიერი ოპონენტია. თავიდანვე ზეწოლას ვაპირებ და დისტანციიდან კარგ დარტყმებს გავუტარებ. ნელ-ნელა დისტანციას ჩავხურავ, იდაყვებსა და მუხლებს მოვარტყამ. ბოლოს მიწაზე ჩავიყვან და იქ დავახრჩობ. - ამბობს დე რიდერი

შეგახსენებთ, რომ რომანისა და რეინიერის დაპირისპირება 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყება. დოლიძეც და მისი მეტოქეც წაგებიდან ბრუნდებიან. რომანმა ბოლო ჩხუბი ლიროი დანკანთან წააგო, დე რიდერმა კი კაიო ბორალიოსთან.

სხვა სტატიები