Belive

"კიდევ ერთი დაბალი ბიჭი ალაპარაკდა" - ისლამ მახაჩევი ილიას გამოწვევაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე ილია თოფურიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო და ქართული სპორტის ისტორიაც დაწერა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ქამარი მოიპოვა. "მატადორმა" ტიტულისთვის ბრძოლაში ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ილიას, რომ საუბარი არ ეშლება ეს ყველამ კარგად ვიცით. ქართველი იმდენად თავდაჯერებულია, რომ კონორ მაკგრეგორსაც კი იწვევს. მაგრამ, ჯერ სხვა მებრძოლებთან უნდა რაღაცების გარკვევა. როგორც მატადორმა განაცხადა, ქვემსუბუქ წონაში ერთ შეხვედრას გამართავს და შემდეგ ზედა წონაში გადასვლაზე ფიქრობს.

საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია. მახაჩევი შარშია. - განაცხადა ილიამ

მსუბუქი წონის დივიზიონს ისლამ მახაჩევი ლიდერობს. კავკასიელს ერთი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი უკვე დამარცხებული ჰყავს. ისლამმა ვოლკანოვსკის ორჯერ მოუგო. მახაჩევი ილიას სიტყვებსაც გამოეხმაურა.

კიდევ ერთი დაბალი ბიჭი ალაპარაკდა. კიდევ ერთ მოკლე კაცს სურს, რომ დავლეწო. - ისლამ მახაჩევი

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მახაჩევი მხოლოდ მსუბუქ წონას არ ლიდერობს. ის მებრძოლების საერთო რეიტინგში (Pound for Pound) პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები