Belive

ხუან ლაპორტას ბელერინის ბარსელონაში დაბრუნება სურს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ბარსელონას პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ხუან ლაპორტას "არსენალის" მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტას "ბარსელონას" პრეზიდენტად აირჩევენ, ის 22 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს ესპანელი მცველის ტრანსფერისთვის, რომელმაც კარიერა "ლა მასიას" აკადემიაში დაიწყო და 2011 წელს შეუერთდა "მეთოფეებს". ბელერინს "არსენალთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. ლაპორტა "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტად სახელდება და ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, ლაპორტასა და ბელერინის წარმომადგენლებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება მარჯვენა მცველის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე. თავდაპირველად ლაპორტას ბელერინის გადმობირება უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა შუა სეზონში ნებისმიერი ცვლილებაზე თქვა უარი. აქედან გამომდინარე, "ბარსელონას" სეზონის ბოლომდე მოუწევს დაცდა მარჯვენა მცველის გუნდში დასაბრუნებლად. ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს ტრავმები ხშირად აწუხებს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მან 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "არსენალს" კარგი დროება ნამდვილად არ უდგას 14 შეხვედრის შემდეგ გუნდს მხოლოდ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება.  

სხვა სტატიები