Belive

ხორხე მესიმ ლეოს შესახებ გავრცელებულ 3 ინფორმაციას ფეიკი უწოდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის მამა, ხორხე მესი მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმაურა და ტყუილი უწოდა.

,, ლეომ სამშაბათს ვარჯიში გალტიესთან უთანხმოების გამო ნაადრევად დატოვა;

პსჟ მზად არ არის, ახალ კონტრაქტზე მესის პირობებს დათანხმდეს;

მესი ალ ჰილალისგან ხელფასის სახით 600 მილიონს ითხოვს;

ყალბი ამბები - არ ენდოთ მათ, ჩვენ ტყუილებს აღარ მივიღებთ,'' - წერს ხორხე მესი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები