კარიერაში მეორედ | სანდრო ბაზაძემ 2025 წელი მსოფლიოს პირველ ნომრად დაასრულა
32 წლის ქართველმა ხმლით მოფარიკავემ - სანდრო ბაზაძემ, 2025 წელი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა.
დღეს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც ქართველი მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი - სანდრო ბაზაძე, რეიტინგის პირველი ნომერია და მეორე პოზიციაზე მყოფ ფრანგ - ჟან-ფილიპ პატრისს 19 ქულით უსწრებს.
განახლებული მსოფლიო რეიტინგი
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ 2025 წელს თბილისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - მან ფინალში 15:9 სწორედ ის ფრანგი დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომერია.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.