Belive

კანი ლევანდოვსკიზე: ,,ასეთი საჯარო განცხადებები არავის არგებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, მიუნხენური გუნდის თავდამსხმელზე, რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ,,რეკორდმაისტერის'' დატოვებას აპირებს:
,,ვერ აგიხსნით, რატომ გადაწყვიტა ლევანდოვსკიმ თავისი სიტუაცია მსგავსი სახით გადმოეცა. ასეთი საჯარო განცხადებები არავის არგებს. რობერტს უნდა ესმოდეს, რა ადგილს იკავებს ბაიერნში და რა აქვს ამ კლუბში. არ შეიძლება, რომ მადლიერება ცალმხრივი იყოს,'' - კანის სიტყვებს Sport1-ი ციტირებს.
დღეს ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუნხენური გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამაში არსებულმა კონტრაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონა” 34 წლის თავდამსხმელს სამწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა, თუმცა ახლა ყველაფერი ,,ბაიერნზეა” დამოკიდებული. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები