Belive

"კამარუ, ილია... ყველა მკვლელს ჩემი ქამრის წაღება უნდა" - ისლამ მახაჩევი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, დაღესტნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა თოფურიას გამოწვევის შესახებ უთხრეს. როგორც ისლამი ამბობს, 77 კილოგრამში ყველასთვის მზადაა.

ყველას რაღაც უნდა. ეს დივიზიონი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია. კამარუ, ილია... ყველა მკვლელს ჩემი ქამრის წაღება უნდა, მაგრამ არავის გავატან. ჩემს ტიტულს ბევრჯერ დავიცავ.

ბრძოლა ტრავმების გარეშე დავასრულე. ტვკილი არ მაქვს და მზად ვარ. ვინ იქნება შემდეგი? საქმეს მარტივად შევასრულებ. ჯეკი კარგი მებრძოლია. ზუსტად ამიტომ ვვარჯიშობდი მძიმედ, რომ გამარჯვება ასეთი მარტივი ყოფილიყო. - განაცხადა მახაჩევმა პრესკონფერენციაზე

ამ გამარჯვების შემდეგ, ისლამ მახაჩევი, დიდი ალბათობით, საერთო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება. შეგახსენებთ, რომ ახლა პირველ ადგილს საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში ილია თოფურია იკავებს.

სხვა სტატიები