Belive

JUDOINSIDE: "ეთერ ლიპარტელიანს კარგი შანსი აქვს, დაკარგული ტიტული დაიბრუნოს"

10 საათის წინ სხვა
1 წთ

თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ცნობილი ძიუდოს ონლაინგამოცემა "Judoinside" ეთერ ლიპარტელიანზე წერს და 57 კგ წონით კატეგორიაში, მას ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოიაზრებს.

გთავაზობთ 'Judoinside'-ს მიძღვნილ სტატიას ეთერ ლიპარტელიანზე.

'17 აპრილს, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, სამ საინტერესო კატეგორიას ვიხილავთ, რომელთაგანაც თითოეული სავსეა მსოფლიო დონის ნიჭით, ოლიმპიური მედალოსნებითა და საინტერესო მეტოქეობით.

57, 63 კგ ქალთა და 73 კგ მამაკაცთა კატეგორიებში. ეს საშეჯიბრო დღე გვპირდება რომ, გამოცდილება, იმპულსი და საშინაო უპირატესობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

57 კგ ქალთა კატეგორიაში, რომელშიც 34 სპორტსმენი მონაწილეობს, მთავარი ყურადღება ბუნებრივია, ეთერ ლიპარტელიანზეა გამახვილებული, როგორც საქართველოს პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი.

ის სამშობლოში როგორც მოლოდინებს, ასევე შესაძლებლობებს ატარებს - მისი ევროპული ტიტულების კოლექცია კადეტთა, უმცროს და 23 წლამდელთა შორის უკვე დასრულებულია, მაგრამ უფროსების ინდივიდუალურ ტიტულზე გამარჯვება ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა. 2025 წელს მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, საბოლოოდ დაიბრუნოს დაკარგული ტიტული..." - JUDOINSIDE

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფინალი იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ამჟამად, მისი ბოლოდროინდელი ფორმიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე იგი ნამდვილად შეჯიბრის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება

სხვა სტატიები