ჯუდ ბელინგემი და ნოვაკ ჯოკოვიჩი სპორტული ოსკარის გამარჯვებულები გახდნენ
მადრიდში Laureus World Sports Awards-ის (სპორტული ოსკარის) ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის“ ნომინაციაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. გასულ სეზონში ნოვაკმა დიდი სლემის შესაძლო 4 ტიტულიდან 3 მოიპოვა, უიმბლდონის ფინალში კი ესპანელ ტალანტთან, კარლოს ალკარასთან დამარცხდა. ნოვაკმა ამ პრიზის მოპოვება რეკორდულად, მეხუთედ შეძლო.
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, აიტანა ბონმატი გახდა. მისი მიღწვების სია ასეთია: მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ბარსელონას შემადგენლობაში, ინდივიდუალურად კი ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, მან ჯილდო "წლის გარღვევის" (ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე) ნომინაციაში მიიღო. ჯუდი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც ეს პრიზი გადაეცა. 20 წლის ფეხბურთელს "რეალში" გამორჩეული პირველი სეზონი აქვს მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა და ყველა ტურნირზე 21 გოლის გატანა შეძლო.
Feeling the 🎾💛 at the Laureus World Sports Awards
— Laureus (@LaureusSport) April 22, 2024
Novak Djokovic ✨#Laureus24 pic.twitter.com/7fAzsBiYV4