Belive

"ჯოშუასთან ბრძოლის წინ მეძინებოდა" - ფრენსის ნგანუ

1 თვის წინ სხვა
1 წთ

8 მარტს საუდის არაბეთში კრივის ტურნირი Knockout Chaos გაიმართა, რომლის მთავარ ორთაბრძოლაში ერთმანეთს სუპერმძიმე წონის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა და MMA-ს ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ შეხვდნენ. ბრძოლა ჯოშუამ მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. კამერუნელი ელოდა, რომ ჯოშუა ნოკაუტით დაამარცხებდა მაგრამ, არ ელოდა თუ ეს ყველაფერი ასე მალე მოხდებოდა.

ყველამ ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო ეს მომხდარიყო. არ მეგონა თუ ასეთი გზით მოხდებოდა მაგრამ, ველოდი. გასახდელში ვიყავი, გახურებას ვცდილობდი და რაღაც ისე არ მიდიოდა. მეძინებოდა. ვოფლიანობდი, ვხურდებოდი, მაგრამ, ძილი მერეოდა. ზუსტად ასე გრძნობდნენ თავს ჩემი მოწინააღმდეგეებიც. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თავი ასე ვიგრძენი. - განაცხადა ფრენსის ნგანუმ

კამერუნელმა მებრძოლმა პროფესიონალურ კრივში სულ ორი ბრძოლა ჩაატარა და საკმაოდ დიდი თანხა გამოიმუშავა. ფიურისთან მარცხში ფრენსისმა $10 მილიონი მიიღო, ჯოშუასთან კი $20 მილიონი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ნგანუმ UFC-ში ჩატარებულ 14 ბრძოლაში $3,779,500 გამოიმუშავა.

სხვა სტატიები