Belive

ჯონ ჯონსი დოპინგ-ოფიცერს თავს დაესხა და მოკვლით დაემუქრა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალბუკერკის პოლიციის დეპარტამენტში ზარი მას შემდეგშევიდა, რაც ნარკოტესტირების სააგენტოში მომუშავე პირი ცდილობდა ნარკოლოგიური ტესტი UFC-ის მებრძოლისთვის, ჯონ ჯონსისთვის ჩაეტარებინა.

UFC-ს აქვს ნარკოტიკების ტესტირების პროგრამა სახელწოდებით Drug Free Sport International და სწორედ ამ პროგრამის სახელით, ოფიცერი პასუხისმგებელი იყო შეგროვებინა ინფორმაცია ჯონ ჯონსის შესახებაც. წყაროები, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი მედიასთან პირდაპირ ისაუბრონ, აცხადებენ, რომ დოპინგ-ოფიცერმა შენიშნა, რომ ჯონსი უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ამის საპირწონედ, მებრძოლი ოფიცერს მოკვლით დაემუქრა. ჯონსმა ერთ მომენტში შემმოწმებელს მობილური ტელეფონიც კი წაართვა.ინცინდენტი მარტის ბოლოს მოხდა, სასამართლოს ჩანაწერების ჩხრეკის შედეგად სისხლის სამართლის გამოძიება ან რაიმე ტიპის ბრალდება ჯონსს არ წარედგინა.

ჯონსისთვის არ არის უცხო კანონთან პრობლემები. მას ჰქონდა რამდენიმე სისხლის სამართლის პროცესი ნიუ-მექსიკოში, ნიუ-იორკში და ასევე ნევადაში, სადაც UFC-ის ვარსკვლავი ყველაზე ხშირად იბრძვის.

ჯონ ჯონსი UFC-ის ნამდვილი ლეგენდაა, ის ახლა მძიმე წონაში იბრძვის და ისევ მოქმედი ჩემპიონია (27-1-0).