Belive

ჯო როგანმა ბრიტნი გრინერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

1 წლის წინ სხვა
3 წთ

WNBA-ს ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს ცხრაწელიწადნახევარი მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც რუსეთის აეროპორტში ბარგში მარიხუანა აღმოუჩინეს. მისი დაკავება დიდი განხილვის საგანი გახდა და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ისეთი სპორტსმენები, როგორებიც მეგან რაპინო და სტეფ კარი არიან, მის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაწილიც ფიქრობს, რომ ბრიტნიმ კანონი დაარღვია და სასჯელს სამართლიანად იხდის.

რაც შეეხება ჯო როგანს, UFC-ის კომენტატორმა გამოთქვა თავისი აზრი ამ რთულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უამრავი სხვა ადამიანია, რომელიც გისოსებს მიღმა მარიხუანას გამო იმყოფება, მაგრამ მათ განსაკუთრებულად არავინ ეპყრობა და გრინერის შემთხვევაც მისთვის აბსოლუტურად გასაგებია.
„ხალხი ბრაზობს იმის გამო, რომ ის დააპატიმრეს და ამბობენ, რომ რუსეთმა ბრიტნი უნდა გაუშვას. ამერიკაში უამრავი პატიმარი გვყავს მარიხუანას გამო და ისინი ციხეში წლების განმავლობაში არიან გამოკეტილნი ”- თქვა როგანმა საკუთარ პოდკასტში.
 
 
View this post on Instagram
 

A post shared by Joe Rogan (@joerogan)

"წლების განმავლობაში ათასობით ადამიანმა მოიხადა მარიხუანას გამო სასჯელი. რადგანაც ისინი კალათში ბურთს კარგად ვერ ისვრიან, ამის გამო მათ არ ეკუთვნით განსაკუთრებული მოპყრობა?"
იქამდე, ვიდრე ამერიკელი კალათბურთელის განაჩენი ცნობილი გახდებოდა, ჯო როგანმა საკუთარ Instagram-ზე ასეთი პოსტი გაავრცელა:
"ის რაც მოხდა საშინელებაა. იმედი მაქვს, რომ რაიმე სახის გარიგება შედგება. ვიმედოვნებ, ეს ფაქტი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას აქ, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი კანაფის გამო ზის ციხეში."
 
View this post on Instagram
 

A post shared by Joe Rogan (@joerogan)

როგანი ყოველთვის მომხრე იყო კანაფის ლეგალიზაციისა და იშვიათად ერიდება ამ საკითხზე საუბარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სპორტსმენებს ეხება. ის საკუთარ პოდკასტებზეც კი ეწევა ბალახს.  ყველას გვახსოვს ის ეპიზოდი, სადაც ჯო როგანთან ერთად ილონ მასკიც ეწეოდა კანაფს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონპროექტი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტების შემოღება ნიშნავს, რომ საბოლოოდ გადაიხედება იმ პირთა ჩანაწერები, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ არაძალადობრივი დანაშაულისთვის.    

სხვა სტატიები