Belive

"ჯერ მერაბს დავანოკაუტებთ და შემდეგი ილია იქნება" - ო'მალის მწვრთნელი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ კუთვნილი ტიტული წარმატებით დაიცვა. UFC 299-ზე "შუგას" მარლონ ვერას დამარცხება არ გაუჭირდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, შონმა ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, მატადორმა ჯერ დვალიშვილთან ჩხუბისკენ მოუწოდა.

MMA-ის გულშემატკივრების უმრავლესობა თვლის, რომ მერაბს საჩემპიონო ბრძოლა დიდი ხანია ეკუთვნის. სამი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, ქართველმა სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და თქვა, რომ "მანქანა" UFC-ის ქამრისთვის აუცილებლად იჩხუბებს.

მიუხედავად ამისა, შონ ო'მალი მერაბისგან გაქცევას აგრძელებს. მომავლის შესახებ "შუგას" მწვრთნელსაც ჰკითხეს, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა:

ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი. ჯერ დარწმუნებულები არ ვართ. ეს ჩემზე რომ იყოს... ჯერ მერაბს დავანოკაუტებთ და შემდეგი ილია იქნება. - განაცხადა ტიმ ველჩმა

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იყო. შონს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ, ისიც მარლონ ვერას წინააღმდეგ დამარცხდა.

დვალიშვლს 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო სამ შეხვედრაში მერაბმა ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები