Belive

ჯეიკ პოლი | მეივეზერმა ჩემს მოსაკლავად განგსტერები დაიქირავა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ჯეიკ პოლმა ფლოიდ მეივეზერი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. პოლის მტკიცებით, მის მოსაკლავად მეივეზერმა მაიამიში განგსტერები დაიქირავა. ჯეიკ პოლსა და ფლოიდ მეივეზერს შორის ინციდენტი პრეს ივენთის დროს მოხდა. მეივეზერისა და მისი ძმის დაპირისპირების წინ გამართულ პრეს ივენთზე, ჯეიკი პროვოკაციულად იქცეოდა და სახელოვანი მოკრივე გააღიზიანა.

ჯეიკ პოლის მტკიცებით, პრეს ივენთზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ფლოიდ მეივეზერი ძალიან გაბრაზდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. "დარწმუნებული ვარ მას ჩემი მოკვლა სურდა. იმ დროს მაიამიში ვიყავით და ის განგსტერებს ურეკავდა. ჩემი დაცვის წევრებს უთხრეს, რომ სიფრთხილე გამოგვეჩინა. გაგვაფრთხილეს, რომ მეივეზერი რაღაცის გაკეთებას აპირებდა. მაშინ ჩემ თავს ვუთხარი, რომ თუ ასე უნდა მოვკვდე, დაე მოვკვდე", - აღნიშნა ჯეიკ პოლმა.

სხვა სტატიები