Belive

ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი ქართული ძიუდოსთვის !

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოსთვის, 2 კუთხით გახდა უნიკალური. პირველი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო პირველობა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ქალმა პირველად მოიგო - ეთერ ლიპარტელიანის სახელი სამუდამოდ შევა ჩვენი ძიუდოს ისტორიაში.

მეორე უმნიშვნელოვვანესი მოვლენა კი დღეს მოხდა - ჩვენმა შერეულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა, ნაკრების წევრები: მარიამ ჭანტურია, ლაშა ბექაური, სოფიო სომხიშვილი, ეთერ ლიაპრტელიანი, მიხეილ ბახბახაშვილი და გურამ თუშიშვილი.

მერვედფინალში ჩვენმა გუნდმა ჩინეთი (4;1) დაამარცხა. მეოთხედფინალში იტალიელებს მოვუგეთ მშრალლზე (4:0). ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩვენი მეტოქე იაპონიის ნაკრები იყო, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს გუნდური პირველობა შერეულად ტარდება, ყველა შემთხვევაში იაპონელებმა მოიგეს ოქრო (2018 წლიდან/7-ჯერ). დღეს საქართველომ პირველად შეძლო იაპონელების გუნდის ბარიერის გადალახვა (4:2). ფინალში სამხრეთ კორეას მარტივად გავუმკლავდით (4:1) და მსოფლიო ჩემპიონობა ვიზეიმეთ.

სხვა სტატიები