"ისლამს იმავეს გავუკეთებ, რასაც ხაბიბი თავის მეტოქეებს უკეთებდა" - ილია თოფურია
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ისლამის შესახებ საუბარს განაგრძობს. ამ შემთხვევაშიც ილია საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია. "ლეგენდა" ამბობს, რომ ისლამ მახაჩევის დამარცხება მისივე საყვარელი ილეთით შეუძლია.
ვგრძნობ, რომ ისლამთან შედარებით ყველაფერში უპირატესობა მაქვს. ამის მართლა მჯერა. ვკითხავ რა არის მისი საუკეთესო ილეთი და მე ამით დავამარცხებ. არ მაინტერესებს მისი მწვრთნელი ვინ იყო. მივიყვან და ზუსტად ხაბიბის წინ დავასაბმითებ. ხაბიბი ხალხს ჰაერში იტაცებდა და დანა ისე ელაპარაკებოდა. იმავეს გავუკეთებ ისლამსაც.
ხალხი ვერ აანალიზებს, რომ ჩემი ბაზა ჭიდაობიდან მოდის. დანარჩენ ყველაფერში შემდეგ განვვითარდი. ჩემი საუკეთესო უნარები მიწიდან მოდის. - განაცხადა ილია თოფურიამ
მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს იწვევს, დაღესტნელი თავს არიდებს. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში დაპირისპირება ილიასა და ჩარლზ შორის უფრო მიდის. მებრძოლებმა სოციალურ ქსელში არაერთხელ მიმართეს ერთმანეთს.