"ისლამისგან ამას არ ველოდი" - ილია თოფურია
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას წინ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი ელის. ეს იმას ნიშნავს, რომ "მატადორის" და მახაჩევის დაპირისპირება კიდევ გადაიდო. ილია თვლის, რომ ისლამის წონის შეცვლა მისი მიზეზით განხორციელდა. როგორც თოფურია ამბობს, რომ მახაჩევი მისგან გაიქცა.
ველოდი, რომ სხვა ბიჭთან მომიწევდა ჩხუბი. ეს სხვა ბიჭი ისლამ მახაჩევია. სამწუხაროდ, ის გაიქცა და ახლა ჩარლზ ოლივეირას ვუპირისპირდები. სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. მან ისევე შეიცვალა დივიზიონი, როგორც მე. თავიდან ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ბოლოს, როცა საქმე საქმეზე მიდგა გაქცევა გადაწყვიტა. მისგან ამას არ ველოდი. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ილიას წინ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი ელის. მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 29 ივნისს გამთენიისას შედგება. დაპირისპირებას ლას ვეგასი უმასპინძლებს.