"ისლამი ილიასთან არ იჩხუბებს" - ჩელ სონენი
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენის თქმით, მახაჩევი თოფურიასთან არ იჩხუბებს და ამის მიზეზსაც ხსნის.
ისლამი ილიასთან არ იჩხუბებს და ამის მხოლოდ ერთ მიზეზი არსებობს. ხაბიბმა თქვა, რომ პრობლემა თოფურიაში მდგომარეობს. მსუბუქ წონაში ქართველს ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. მაშინ როცა დამტკიცების დრო მოვა და ილია თავს ვერ გაართმევს, ჩვენ ასეთ ბიჭთან ჩხუბი არ დაგვჭირდებაო. ასე რომ, ჯერ დაამტკიცე, ასე უფრო სამართლიანია. ისლამს 77 კილოგრამში ასვლა და იქ ქამარზე ჩხუბი სურს. იმ დივიზიონშიც იმავეს ეტყვიან. ახლა ხვდებით რაშია პრობლემა? - განაცხადა ჩელ სონენმა
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილიაც და ისლამიც საბრძოლო მზადებაში არიან. ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას, "ლეგენდამ" აღნიშნა, რომ 28 ივნისს გულშემატკივარს გაახარებდა. ჯერჯერობით ისლამი დუმს.