Belive

ისლამ მახაჩევი: 'ჩემს საუკეთესო მებრძოლთა ხუთეულში დვალიშვილის შეყვანა დამავიწყდა'

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, ისლამ მახაჩევს სთოხვეს, საკუთარი ხედვით დაელაგებინა საუკეთესო მებრძოლთა ხუთეული (P4P). UFC-ის ერთ-ერთმა უდიდესმა სახემ პირველ ადგილას საკუთარი თავი დააყენა, შემდეგ კი ალექსანდრ პანტოჟა, ტომ ასპინალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ილია თოფურია.

ისლამმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ამ ხუთეულში აუცილებლად იყო მერაბ დვალიშვილის ადგილიც.

მე მერაბ დვალიშვილი დამავიწყდა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა. - წერს მახაჩევი

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მომავალ ჩხუბს 16 ნოემბერს გამართავს. ის ჯეკ დელა მადალენას შეხვდება, რომელიც ქვესაშუალო წონის ქამარს პირველად დაიცავს.

სხვა სტატიები