Belive

"ის საფრთხეს გაურბის" - ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე

9 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

"მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. - განაცხადა ილია თოფურიამ.

კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე UFC-ში 13 მოგება და 1 მარცხია (ისლამ მახაჩევთან).

თოფურიამ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ავსტრალიელი მისნაირს აქამდე არავის შეხვედრია.

ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები