Belive

"ის ნამდვილი ტანკია" - ჯეკ დელა მადალენა ვოლკანოვსკიზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს MMA-ს ისტორიაში პირველად, ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

მოქმედი ჩემპიონი ამ დაპირისპირებაში ფავორიტად ითვლება, თუმცა, ილია ალექსს რთული დროის გატარებას ჰპირდება. შესაძლოა ეს ჩხუბი "ვოლკისთვის" კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ამ ბრძოლის შედეგი ავსტრალიელის მომავალს აუცილებლად განსაზღვრავს. ალექსი მოსამზადებელ პერიოდს სხვადასხვა მებრძოლებთან ერთად გადის. ამჯერად, ის ქვესაშუალო წონის მე-11 ნომერთან ჯეკ დელა მადალენასთან ერთად ვარჯიშობს. ჯეკმა ვოლკანოვსკის YouTube არხზე ალექსზე და მის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

აქ ოთხშაბათ საღამოს ჩამოვედი და ერთი კვირა დავრჩები. "ვოლკი" კიდევ ერთ საჩემპიონო ბრძოლას უახლოვდება და ჰაერში ენერგიაც იგრძნობა. აქ სწორედ ამიტომ მოვედი. ალექსს დიდი ბრძოლისთვის მზადებაში ვეხმარები. ის დანასავით ბასრია. "ვოლკი" ქვემსუბუქი წონისთვის ნამდვილი ტანკია. მისი ადგილიდან დაძვრა ძალიან რთულია. საკმაოდ კარგი გამძლეობა აქვს. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. - განაცხადა ჯეკ დელა მადალენამ

სხვა სტატიები