Belive

"ის კარგი შოუმენია, მომწონს" - ილია თოფურია შონ ო'მალიზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც შონ ო'მალიმ ვერას წინააღმდეგ ქამარი დაიცვა, ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. "მატადორმა" "შუგას" გამოწვევა არ მიიღო და შეახსენა, რომ ჯერ ძალები მერაბთან უნდა მოსინჯოს.

თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და მასთან ბრძოლა ბევრს სურს. თავად ილიასაც უამრავი არჩევანი აქვს მაგრამ, ო'მალიმდე რამდენიმე მეტოქე ჰყავს. "მატადორმა" ო'მალის შესახებ Sportskeeda-სთან ისაუბრა.

საკუთარ საქმეს საოცრად ასრულებს. სპორტში უფრო და უფრო დიდი ფიგურა ხდება. ის აშშ-ში დიდი ვარსკვლავია. როგორც მებრძოლიც მომწონს. მისი მოძრაობები კარგი საყურებელია. შონი კარგი შოუმენია, მომწონს. UFC 300-ზე პატარა საუბარი გვქონდა, სულ რაღაც ერთი წუთი. ჩემს მიმართ კარგად იყო განწყობილი. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა სექტემბერში Sphere-ში გაიმართება. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

არ არის გამორიცხული, რომ მერაბმა და შონმა კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები