Belive

"ის 2018 წლიდან მაიგნორებს" - დვალიშვილი ო'მალიზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილი არ გამოიწვია. მის ნაცვლად ჩემპიონმა ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. თავად ილიამ კი, დვალიშვილთან ბრძოლისკენ მიუთითა. ამის მიუხედავად, "შუგა" პირდაპირ მაინც არ ამბობს, რომ მერაბთან იჩხუბებს. ბუნებრივია, რომ ქართველი მებრძოლი ამ ფაქტზე ძალიან ბრაზობს. MMA Junkie-სთან საუბრისას დვალიშვილი ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო.

ო'მალიმ ბრძოლა იმაზე მარტივად მოიგო ვიდრე ველოდი. ძალიან გამიკვირდა. ეს ჩვენს დაპირისპირებას კიდევ უფრო სახალისოს ხდის. ველოდი, რომ გადაწყვეტილება მოიგებდა, მაგრამ არა ცალმხრივი. ამ ბრძოლაში ის დომინირებდა. შონმა "ჩიტო" ვერას შანსი არ მისცა. სიმართლე გითხრათ არ ველოდი.

უბრალოდ გაჩუმდი ან არ გამოიძახო ის, ვინც არ შეგებრძოლება. მისი და ილიას ბრძოლა არ შედგება. "მატადორი" დიდი ჩემპიონია, მაგრამ ქამარი ახლახან მოიგო. UFC ამ ბრძოლას არ ჩანიშნავს, რადგან ეს ილიასთვის პირველი ტიტულის დაცვაა. შონს საკუთარი დივიზიონი ჯერ არ გაუსუფთავებია. იმის მაგივრად, რომ ჩემთან ეჩხუბა მე-6 ნომერი მარლონ ვერა გამოიწვია. ის 2018 წლიდან მაიგნორებს.

არ მეჩქარება. ჩემპიონის მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა არ მინდა. მივცეთ ჩემპიონს დრო დაისვენოს და ისიამოვნოს თავისი ქამრით. როცა ის ბრძოლას გადაწყვეტს, მე აქ ვარ. მე ყოველთვის მზად ვარ.

„მინდა ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემსავით პატარა ქვეყნიდან და პატარა სოფლიდან არიან, მაგალითი ვიყო. მე რაიმე განსაკუთრებული ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი. უბრალოდ ძალიან ბევრი ვიშრომე, სწორედ ამან მომიყვანა აქამდე. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-სთან საუბრისას

სხვა სტატიები