იოკოძუნების ბედს ახლადშექმნილი საბჭო გადაწყვეტს
5 წლის წინ
სხვა
2 წთ
"ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ მათ შეასრულეს ის დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც იოკოძუნებს აქვთ. ჰაკუჰოს ბოლო 6 ბაშოდან მხოლოდ 3 აქვს დასრულებული დადებითი ბალანსით, მათ შორის ერთ-ერთზე (ივლისი) ბოლო დღეებში ჩაეხსნა, ხოლო კაკურიუს ბოლო 6 ტურნირიდან მხოლოდ 1 აქვს დასრულებული დადებითად და სრულად" "ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი საბჭოს შექმნით მათ ჰქონდეთ წინაპირობა იმისა, რომ იანვრის ბაშოზე აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი", - აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე ჰირონორი იანო.როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსგავსი ტიპის საბჭო სუმოს ისტორიაში რიგით მეორედ იქმნება, თუ რა შედეგი ექნება ამ ყოველივეს, ამას იანვარში ერთად, რა თქმა უნდა, Live.ge-ის ეგიდით მიმდინარე სუმოს 15-დღიანი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას ვიხილავთ...