Belive

იოკოძუნა ჰაკუჰო იმპერატორის თასის მფლობელია! (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დასასრულს მიუახლოვდა სუმოს შემოდგომის რიგით პირველი ტურნირი - აკი ბაშო, სადაც მე-14 ანუ ბოლოს წინა დღეს იოკოძუნა ჰაკუჰომ ოფიციალურად 41-ე ტიტული მიითვალა აქტივში. ეს გახლდავთ ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი, რომელსაც კვალდაკვალ ვერცერთი სუმოისტის შედეგი ვერ მიყვება, ხვალ ჰაკუჰო შო ოფიციალურად ჩაიბარებს იმპერატორის თასს. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ლევან გორგაძემ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა რითაც ოძეკის ტიტული შეინარჩუნა. გთავაზობთ 3 საუკეთესო მაჩვენებელს სუმოს ისტორიაში:
  1. 41 ტიტული იოკოძუნა ჰაკუჰო
  2. 32 ტიტული იოკოძუნა ტაიჰო
  3. 25 ტიტული იოკოძუნა ასაშორიუ 
შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები