Belive

"Instagram-ზე ჩემზე რაღაც დაწერა, არ მესმის რატომ" - ისლამ მახაჩევი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, ქართველთან დაპირისპირების ბევრი კანდიდატი გამოჩნდა. პირველი სურვილი შონ ო'მალიმ გამოთქვა, თავად ილიას კონორი სურს, მოვსარ ევლოევს დიდი ხანია თოფურიასთან ჩხუბი უნდა, გულშემატკივარს კი მისი მახაჩევის წინააღმდეგ ნახვა სურს. აღსანიშნავია, რომ "მატადორის" ამ უკანასკნელთან შეხვედრა აზრს მოკლებული არ არის.

ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, მახაჩევმა" თოფურიას გამარჯვება ასე მიულოცა: "გილოცავ ბიჭო". ილიას პასუხი კი არც ისე სასიამოვნო იყო. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს დაღესტნელმა თოფურიას ცემის სურვილი გამოთქვა. მახაჩევმა სწორედ ამის შესახებ ისაუბრა.

არ ვიცი ახლა ყველას შესახებ რატომ საუბრობს. გამარჯვების შემდეგ, პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც უბრალოდ მივულოცე. Instagram-ზე ჩემზე რაღაც დაწერა არ მესმის რატომ. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვნახე, სადაც ეწერა თითქოს თოფურიაზე რაღაც ცუდი ვთქვი. ასეთი არაფერი მახსოვს. ის კარგი ბიჭია. კარგ კრივთან ერთად ძლიერი დარტყმებიც აქვს. მას საკუთარ დიზივიონში მოვსარის წინააღმდეგ რთული ბრძოლა ელის. ვფიქრობ, ევლოევს შეუძლია მისი დამარცხება. სტილისტიკურად ეს თოფურიასთვის უსიამოვნო შეხვედრა იქნება. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
@boxinghighlightclips #ufc #mma #islammakhachev #iliatopuria ♬ original sound - Boxing clips

სხვა სტატიები