Belive

ინგლისის ქალთა ნაკრებმა იგივე თანხა მიიღო, რასაც რონალდუ დღეში გამოიმუშავებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობით იგივე თანხა მიიღო, რასაც რონალდუ დღეში გამოიმუშავებს. საუბარია 55 000 ფუნტ სტერლინგზე. აღნიშნული თანხა გუნდებსა და საფეხბურთო ასოციაციას შორის თავიდანვე იყო შეთანხმებული. როგორც ზემოთ ვახსენე, ეს თანხა კრიშტიანუ რონალდუს ერთი დღის ხელფასია. პორტუგალიელი ვარსკვლავის შემოსავალი კვირაში 385 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც ნებისმიერი ქალი ფეხბურთელის ხელფასს საკმაოდ აღემატება. სარინა ვიგმანის გუნდის ბონუსი, ასევე ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც გარეტ საუთგეიტის გუნდი მიიღებდა. ინგლისის მამაკაცთა ნაკრებს მხოლოდ ფინალში გასვლისთვის 300 000 ფუნტ სტერლინგს დაჰპირდნენ, 460 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებდნენ იმ შემთხვევაში, თუ შარშან "უემბლიზე" იტალიასთან გამართულ ფინალში მოიგებდნენ.  გასულ კვირას გამოცემა "Women in Sport"-მა ქალი სპორტსმენების ანაზღაურებაზე ღიად ისაუბრა: 
„რატომ არ უნდა მოვითხოვოთ თანაბარი საპრიზო თანხა? ჩვენ ამას ჩოგბურთსა და კრიკეტში უკვე ვხედავთ. გაზრდილი ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის ყველა დონეზე."
ამის შემდეგ FA-ს სპიკერმაც ისაუბრა ამ თემაზე:
”ინგლისის წარდგენისთვის FA ზუსტად ისევე უხდის თავის ქალ მოთამაშეებს, როგორც მათ მამაკაც კოლეგებს, როგორც მატჩის საფასურის, ასევე მატჩის ბონუსების თვალსაზრისით. ეს პარიტეტი 2020 წლის იანვრიდან მოქმედებს .”
1966 წლის შემდეგ ინგლისელებმა პირველად მოახერხეს საერთაშორისო ტურნირის მოგება. მათ ფინალში გერმანიის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 2:1. ბრიტანელების მხრიდან გოლის გატანა ელა ტუნმა და ქლო კელიმ შეძლეს. გუნდის მთავრმა მწვრთნელმა თქვა, რომ ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო.
"2:1 მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონები გავხდით. თუ ნამდვილად გსურს გამარჯვება - ყოველდღე საკუთარ თავზე უკეთესი უნდა იყო. ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი მსხვერპლი გავიღეთ და შედეგმაც არ დააყოვნა."

სხვა სტატიები