ინგა გურგენიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგურაობაში, ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშონდელი დღის შემდეგ, გურგენიძე მესამე ადგილს იკავებდა, მან მოკლე პროგრამში 58.84 ქულა დააგროვა. დღეს მონაწილეებმა თავისუფალი პროგრამით ისრიალეს და ინგა გურგენიძემ 128.97 ქულა დაიმსახურა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ოქროს მედლის მფლობელი სულ რაღაც 15 წლისაა.
Inga Gurgenidze is the new European Youth Olympic Festival Champion! She skated a beautiful free skate in front of her home crowd to earn a massive score of 187.81, taking the gold medal 🇬🇪 #EYOF2025 pic.twitter.com/lj9z0R3nUM
— jr skaters archive (@jrskating) February 13, 2025