"ილიასთან სპარინგზე თანახმა ვარ!" - ჯოშუა ვენ
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მებრძოლმა ჯოშუან ვენმა ილია თოფურიასთან სპარინგის სურვილი გამოთქვა. 23 წლის მიანმარელს შესანიშნავი კრივი აქვს და ეს ბრენდონ როივალის წინააღმდეგ კარგად გვაჩვენა.
ჯოშუა ამბობს, რომ მას ილიასგან გარკვეული დეტალების სწალა სურს.
ილიასთან სპარინგზე თანახმა ვარ! მინდა მისგან რაღაც ვისწავლო. წონითი კატეგორიების განსხვავების გამო, მძიმე სპარინგი არ მსურს. - განაცხადა ჯოშუა ვენმა
ვენმა ბოლო ბრძოლაში ბრენდონ როივალი დაამარცხა და ამით რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა. ახლა ის უმსუბუქესი წონის პირველი ნომერია და პანტოჟას ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ განიხილება.