Belive

"ილიასთან ბრძოლა გვინდა და იმედია ამ შესაძლებლობას მივიღებთ" - ისლამის მწვრთნელი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ილია თოფურიას შესახებ ვრცლად ისაუბრა. ხავიერ მენდესი როგორც ისლამისა და ილიას დაპირისპირებას, ისევე არმანისა და პადის შესაძლო ჩხუბს შეეხო

ილია ვარსკვლავია. ჩემი აზრით, ისლამისთვის საუკეთესო ბრძოლა თოფურიას წინააღმდეგ იქნება. რა წონაში? არ ვიცი, შეიძლება იყოს ქვესაშუალო ან თუდაც მსუბუქი წონა. თუ თოფურიაზე ზედმეტად ვკონცენტრირდებით მაშინ ჯეკთან წავაგებთ. ჯობია მადალენაზე მეტი ვიფიქროთ, რადგან მჯერა ჩვენთვის ის უფრო რთული გამოწვევაა. თუ თოფურიასთან ჩხუბი ჩაინიშნება ძალიან გაგვიხარდება, მაგრამ ჯერ ჩვენ ბრძოლა გვაქვს.

არ ვიცი ისლამისთვის ილია უფრო რთული მეტოქეა თუ არმანი. თუმცა, ვფიქრობ თოფურიასთვის ყველაზე საშიში საფრთხე ცარუკიანია. იმის გამო რომ არმანმა ისლამთან ბრძოლის შანსი ხელიდან გაუშვა, UFC მას კიდევ ერთ ჩხუბს აჩხუბებს. არმანს ვინმესთან ერთი ჩხუბი სჭირდება და შემდეგ შეიძლება ტიტულზე საუბარი.

ჩემი აზრით, ილიას შემდეგი მეტოქე პადი იქნება. კარგი ბრძოლა იქნება და დიდი სიამოვნებით ვნახავდი. პიმბლეტი ბრიტანეთში დიდი ფიგურაა და თოფურიაც სუპერვარსკვლავია. ილიამ ყველაფერი დაიმსახურა რაც ახლა აქვს. შესაძლოა თავისი თავდაჯერებით მეტოქეებს ოდნავ შეურაცხყოფს, მაგრამ ტყუილს არ ამბობს. მომწონს რასაც აკეთებს, მისი ფანი ვარ. ჩვენ მასთან ბრძოლა გვინდა და იმედია ამ შესაძლებლობას მივიღებთ. - განაცხადა ხავიერ მენდესმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის უკვე დიდი ხანია დაძაბულობა არსებობს. "მატადორმა" დაღესტნელთან ჩხუბის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ამას ხელს მხოლოდ სხვადასხვა წონითი კატეგორიები უშლის. თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია, მახაჩევი კი უკვე ქვესაშუალო წონის მებრძოლია.

სხვა სტატიები