"ილიას ქვესაშუალო წონაში ასვლა სიტუაციას ძალიან არევს" - ჰენრი სეხუდო
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჰენრი სეხუდო თვლის, რომ ილია თოფურია მსუბუქ დივიზიონში ცოტა ხნით უნდა დარჩეს. მისი თქმით, ილიამ დივიზიონი უნდა გაასუფთავოს, რადგან ქვესაშუალო წონაში ასვლა სიტუაციას ძალიან არევს.
ილიასა და ისლამის პოტენციურ ბრძოლაზე ბევრი საუბრობს. მგონია, ვიდრე ილია ზედა წონაში ასვლას გადაწყვეტს, დივიზიონი უნდა გაასუფთავოს. 70 კილოშია გეიჯი, პადი, არმანი. მან მოიგო ქამარი, დაიცვა და ზედა წონაში ავიდა. ასე მსუბუქ დივიზიონს ვერ დაეუფლები. თუ ილია გამოვა და ისლამ მახაჩევს შეებრძოლება, ეს ყველაფერს არევს. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევის მომავალი ბრძოლა ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ იქნება. ქვესაშუალო წონის საჩემპიონო დაპირისპირება ნიუ-იორკში 16 ნოემბერს შედგება.
ილიას კი, ჯერ ოფიციალურად ჩხუბი არ აქვს ჩანიშნული. ყველაზე მეტი ჭორი მისი და გეიჯის ბრძოლის შესახებ ვრცელდება.