Belive

"ილიას მოწინააღმდეგისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია" - არნოლდ ალენი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მე-3 ნომერს არნოლდ ალენს ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. ინგლისელმა ძირითადად ვოლკანოვსკიზე ისაუბრა და მას გადაწყვეტილება არ მოუწონა.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ვოლკანოვსკის ასეთი სწრაფი დაბრუნება არ მომწონს. რამდენიმე თვის წინ მძიმე ნოკაუტი მიიღო. ვთვლი, რომ ცოტა მეტი უნდა დაესვენა. მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვიმედოვნებ, რომ ცუდ ფორმაში არ არის. ილია კარგი მებრძოლია. ის კარგი მოკრივე, მოჭიდავე, ჯიცერი, მაღალი დონის შავი ქამარია. მას მოწინააღმდეგისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. წინ საინტერესო ბრძოლა გველის. ვიმედოვნებ, რომ ვოლკანოვსკი ფორმაში დაბრუნდება და მის საუკეთესო ვარიანტს ვიხილავთ. არ მინდა ვნახო სულელური გადაწყვეტილება მის კარიერას როგორ დაანგრევს. - განაცხადა ალენმა არიელ ელვანისთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები