"ილიას დასამარცხებლად მუაი ტაის მებრძოლი გამოდგება" - ხავიერ მენდესი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ილია თოფურიას სუსტ მხარეზე ისაუბრა. მისი აზრით, "მატადორის" ფეხის დარტყმებში მოიკოჭლებს და მუაი ტაის მებრძოლს ქართველის დამარცხება არ გაუჭირდება.
ილიას MMA-ს სამყაროში უდავოდ საუკეთესო კრივი აქვს. მის წინააღმდეგ მუხლებით და ფეხის დარტყმებით უნდა იმუშავო. შენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ახლოს არ მოუშვა. მისაუბრია ხალთან, რომელთაც ილიასთან უვარჯიშიათ და ვიცი, რომ ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიცუ აქვს. თითქოს სრული პაკეტია, მაგრამ ასე არ არის. ფეხის დარტყმებში ძალიან უჭირს. ასე რომ, მისი ყველაზე სუსტი წერტილი ფეხის დასარტყმელი ადგილები იქნება. მისი გრეპლინგიც უნდა გავტესტოთ და გავიგოთ მათლა კარგია თუ არა. ჯერ ჩვენ არ გვინახავს რამდენად კარგია მისი ეს უნარი. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
შეგახსენებთ, რომ ილიას პოტენციურ მეტოქეთა სიაში ისლამ მახაჩევიც მოიაზრება. ჯერჯერობით, მათი დაპირისპირება შორეული მომავლის ამბავია, მაგრამ მათ ერთმანეთი, რომ არ მოსწონთ ეს ცხადია.