"ილია უბრალოდ "ლუზერია" - პადი პიმბლეტი ილიას განცხადებაზე
6 საათის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა ილია თოფურია მკაცრად გააკრიტიკა და მას „ლუზერი“ უწოდა. ინგლისელი მებრძოლის თქმით, ილიას განცხადება გეიჯის ხელთათმანებზე უსაფუძვლოა, თუმცა შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, მათ შორის რემატჩის ჩატარებას არ გამორიცხავს.
იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ილიასა და გეიჯის გარშემო ხდება, არ გამიკვირდება, რომ კიდევ იბრძოლებენ და რემატჩი შედგება. ილია ამბობს, რომ ხელთათმანეში რაღაც ჰქონდა, რაც არ მომხდარა. კომისია უყურებს თუ როგორ იხვევ ხელებს. ვფიქრობ ილია უბრალოდ "ლუზერია". - ამბობს პადი პიმბლეტი
Paddy Pimblett calls Ilia Topuria a “sore loser” for accusing Justin Gaethje of loading his gloves
— Championship Rounds (@ChampRDS) September 20, 2026
“The commission watches you get your hands wrapped. I think Ilia’s just being a sore loser. He’s being a little b*tch about it.”
(via @PaddyTheBaddy) pic.twitter.com/Qtfjv4R5bn
შეგახსენებთ, რომ ილიას გამოჯანმრთელების შემდეგ, პადისა და თოფურიას ჩხუბის ვარიანტიც განიხილებოდა. თუმცა, ახლა როცა ილია-ჯასტინის დაპირისპირება ხელახლა გაღვივდა, ამ ჩხუბის ჩანიშვნა მართლაც მოულოდნელია.