Belive

ილია თოფურია UFC 300-ს დაესწრება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ანაჰაიმში UFC-ის ჩემპიონის გვირგვინის დადგმის შემდეგ თითქმის 2 თვეა გასული და ილია თოფურია (15-0-0) კიდევ ერთხელ მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა მაყურებლის რანგში დაესწროს ნანატრ UFC 300-ს, ივენთი 14 აპრილს ლას-ვეგასში გაიმართება.

ქართველი, რომელსაც არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს ესპანეთშიც და საქართველოშიც, ის სახეა, რომლის გამოტოვებაც ასეთი მასშტაბის შოუზე არავის სურს. ბარათებზე 12 ყოფილი ან მოქმედი ჩემპიონია გამოტანილი, ამიტომ UFC 300 თავიდანვე დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ამ დღეს სასწორზე 3 სხვადასხვა საჩემპიონო ქამარი იდება.

პარალელურად, შეიძლება პირველი საუბრები გაიმართოს ილია თოფურიას მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით. უკვე არის ხალხი, რომლებსაც ახალი მეფის ჩამოგდება უნდათ. თავის მხრივ, რევანშის შანსი შესაძლოა ვოლკანოვსკისაც მიეცეს. UFC 300-ზე ჰოლოვეი BMF-ისთვის. ანუ კომპანიის "კომერციული" წარმოშობის ქამრისთვის იბრძოლებს, რაც დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.

სხვა სტატიები