ილია სულამანიძე - ტოკიოს გრანდ სლემის მესამე ოქროსმედალოსანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
ტოკიოს გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.
გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ) და ეთერ ლიპატრელიანი (-57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ილია სულამანიძემ (-100 კგ) ფენომენალურად იასპარეზა და გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
ილია სულამანიძემ ერთმანეთის მიყოლებით გადალახა რუსი ნიაზ ბილალოვისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მატვეი კანიკოვსკის ბარიერი, ხოლო ფინალში იაპონელი დოტა არაი ეფექტური იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ილია სულამანიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ძიუდოისტია, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი საქართველოს სახელით მოიპოვა. აქამდე უპრესტიჟულესი გრანდ სლემის გამარჯვებულები ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015) და ბექა ღვინიაშვილი (2019) გახდნენ.