Belive

"საკმარისად დიდი სახელია ილია იმისთვის, რომ ტერენსმა მასთან ბრძოლა მიიღოს?" - კორმიე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

დენიელ კორმიემ ილია თოფურიას მიერ ტერენს კროუფორდის გამოწვევაზე ისაუბრა. მისი აზრით, ჯერ "მატადორი" ასეთ ჩხუბს ვერ მიიღებს. როგორც DC ამბობს, ამის მთავარი მიზეზი ჯერ ილიას არა საკმარისი ვარსკვლავურობაა.

ილია მაკგრეგორისგან მაგალითს იღებს, მაგრამ ჯერ იმ ვარსკვლავურ დონეზე მისული არ არის. ვფიქრობ, კროუფორდთან ბრძოლის მიღებაში ხელს სწორედ ეს შეუშლის. როცა ტერენს კროუფორდი ხარ, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში დიდი შესაძლებლობებისთვის იბრძოდი, შეიძლება ილიას ბრძოლა შენთვის დიდი საქმე იყოს? ილია საკმარისად დიდი სახელია იმისთვის, რომ ტერენსმა მასთან ბრძოლა მიიღოს? - განაცხადა დენიელ კორმიემ

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და კროუფორდს შორის უკვე საკაო ხანია სოციალურ ქსელებში დაპირისპირება აქვთ. ყველაფერი ტერენსის კომენტარიდან დაიწყო, როცა მან ილია UFC-ში საუკეთესო მოკრივედ არ დაასახელა. შემდეგ იყო ილიას კომენტარი, სადაც ამბობდა რომ კროუფორდს პირველივე შეხებაზე დააძინებდა. შემდეგ ამერიკელმა "მატადორმს" მთვრალი უწოდა, ილიამ კი მას იდიოტი.

სხვა სტატიები