Belive

"ილია იმიტომ გამოვიძახე, რომ ის მერაბზე საშიშია" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ UFC 299-ზე ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართულ 5-რაუნდიან ბრძოლაში "შუგამ" აშკარა დომინაცია აჩვენა. ეს ჩხუბი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ აქ გამარჯვებული უნდა შეხვედროდა მერაბ დვალიშვილს. თუმცა, შონ ო'მალიმ ილია თოფურია გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ღონისძიება დასრულდა და მებრძოლები გასახდელებისკენ წავიდნენ, მერაბი შონს შეხვდა. ქართველმა "შუგას" უთხრა, რომ ილიას ნაცვლად ის უნდა გამოეწვია.

ამ ბიჭის ცხვირი საშინლად გამოიყურება, თუმცა, მაინც ძალიან კარგია. თუ შემდეგი მოწინააღმდეგე მერაბი იქნება მასთან ვეგასში ვიჩხუბებ, თუ შემდეგი ილია იქნება, ესპანეთში ვიჩხუბებ. მე არცერთს გავურბივარ. ილია იმიტომ გამოვიძახე, რომ ის მერაბზე საშიშია. ისიც საშიშია, სხეულში ბენზინის ავზი უდგას. შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ბრძოლა, სადაც იჩხუბა. ის ძალიან მოსაწყენია. მერაბს 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს და ეს რაღაცას ნიშნავს. ის მხოლოდ თეიქდაუნებს აკეთებს და ასე იგებს ბრძოლებს. ხალხს ჩემი მარცხის ხილვა სურს, რადგან კაცი ვარ. - განაცხადა შონ ო'მალიმ

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იყო. შონს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ, ისიც მარლონ ვერას წინააღმდეგ დამარცხდა.

დვალიშვლს 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო სამ შეხვედრაში მერაბმა ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები